2011-09-30
ბრძანება №:176/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის 2011 წლის 06 სექტემბრის №23150/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2011 წლის 08 სექტემბრის №23366/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ალექსანდრე ცისკარიძის 2011 წლის 13 სექტემბრის №23920/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნოდარ ბელქანიას 2011 წლის 09 სექტემბრის №23508/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელის რამაზ ბოჭორიშვილის 2011 წლის 21 სექტემბრის №24985/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელის ელენე ხარაბაძის 2011 წლის 28 სექტემბრის №26289/02 წერილების  საფუძველზე

ვბრძანებ:

1. დაინიშნონ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებად სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებში უნივერსიტეტის შემდეგი თანამშრომლები დანართში წარმოდგენილი სიის შესაბამისად (დანართი №1);

2. მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათ პასუხისმგებლობაში არსებული მატერიალური ფასეულობების გადაბარება ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე;

3. საგრანტო პროექტის ხელმძღვანელებმა, მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა და ფაკულტეტების რესურსების მართვის სამსახურის უფროსებმა საგრანტო პროექტის ვადის დამთავრებისთანავე უზრუნველყონ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მატერიალური ფასეულობების გადაცემა უნივერსიტეტისათვის. შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა თავისდროულად უზრუნველყოს გადმოცემული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და მიმაგრება მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე;

4. ჩაითვალოს ძალადაკარგულად "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანება;
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
 
6. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;

7. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

8. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს წინამდებარე ბრძანების სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;

9.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.








ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                 დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება