2010-12-23
ბრძანება №:2117/01-04

შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" სტუდენტების სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ

შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" სტუდენტების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილების მე-9 მუხლისა და "აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  15 ოქტომბრის №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" დირექტორის 2010 წლის 17 დეკემბრის №30887/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    ჩაირიცხონ 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შპს _ საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის საფუძველზე სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი სტუდენტები:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 1);
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (დანართი 2);
იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 3);
2.    ჩაირიცხონ 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მე-4 დანართის შესაბამისად.
3.    ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.    
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                ა. კვიტაშვილი



« უკან დაბრუნება