სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე მოწვეულ პედაგოგთან თეა მჟავანაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე მოწვეულ პედაგოგთან თეა მჟავანაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
საქრთველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ე" პუნქტის, მე- 6 მუხლის I - ლი პუნქტის, 31- მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 29 იანვრის # 15/02-01 ბრძანების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 16 იანვრის # 03/01-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა 2009 წლის 11 მაისიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე მოწვეულ პედაგოგს თეა მჟავანაძეს.
2. დაინიშნოს 2009 წლის 11 მაისიდან 2011 წლის 12 მაისამდე თეა მჟავანაძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს უზრუნველყოს თ. მჟავანაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება;
4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
5. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 11 მაისის # 218 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ".
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა