2011-02-14
ბრძანება №:22/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობაში მონაწილე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტებისათვის სპეციალობაში გასაუბრების კომისიის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 4 თებერვლის #2108/02 წარდგინების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში მონაწილე დოქტორანტებისათვის სპეციალობაში გასაუბრების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
სადოქტორო პროგრამა “ეკონომიკა”
სრული პროფესორი _ ელგუჯა მექვაბიშვილი;
სრული პროფესორი _ რევაზ გველესიანი;
სრული პროფესორი _ ნოდარ ხადური.
სადოქტორო პროგრამა “ბიზნესის ადმინისტრირება”
სრული პროფესორი _ ირაკლი კოვზანაძე;
სრული პროფესორი _ ნუგზარ თოდუა;
სრული პროფესორი _ თემურ შენგელია.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება