2017-06-22
ბრძანება №:147/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტებში გადაგასული და ჩამოსაწერი პროდუქციის განადგურების მიზნით მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კვების ობიექტებში გადაგასული და ჩამოსაწერი პროდუქციის განადგურების მიზნით მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 02 ივნისის №38361/10 და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2017 წლის 21 ივნისის №9687/10  კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კვების ობიექტებში  (თსუ პირველი სასწავლო კორპუსის ეზოში მდებარე სასადილო, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1; თსუ მე-10 სასწავლო კორპუსის შენობაში არსებული სასადილო, უნივერსიტეტის ქუჩა №2) ვადაგასული და ჩამოსაწერი პროდუქციის განადგურების მიზნით შემდეგი შემადგენლობით:

1. ვალერი არღუთაშვილიი - კომისიის თავმჯდომარე;
2. გიორგი თუხარელი - კომისიის წევრი;
3. თენგიზ გოგოლაძე - კომისიის წევრი;
4. რუსუდან ნასარიძე - კომისიის წევრი;
5. ირმა კოტეტიშვილი- კომისიის წევრი. 

2. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.

3.ბრძანების დაინტერესებული პირებისათის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა 


« უკან დაბრუნება