სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თ. ვეფხვაძის 2014 წლის 10 იანვრის №420/02 და №421/02 წერილების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
- გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შესარჩევად.
- აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი;
ბ) საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე რეგულაციების ცოდნა უმაღლესი განათლების კუთხით;
გ) ბოლონიის პროცესის შესახებ ძირითადი ინფორმაციის ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას);
ე) MS office – ის პროგრამების სულყოფილად ცოდნა (მონაცემთა ბაზები, სარედაქციო პროგრამები);
- კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის pdf ვერსია) ელქტრონულად;
ბ) არანაკლებ მაგისტრის ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ორი სარეკომენდაციო წერილი ყოფილი ან/და მიმდინარე დამსაქმებლისაგან;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ;
- აპლიკანტები (ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს) წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ) და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობ ებ ათ პირადად;
- შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
- სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2014 წლის 28 იანვრისა. კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge - ze .
- საბუთები უნდა იქნეს გადმოგზავნილი 2014 წლის 20 იანვრიდან 201 4 წლის 27 იანვრამდე ელექტრონულ მ ისამართზე: maia.chelidze@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიუთითოს " ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი"
- ბ რძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ze .
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელძღვანელი დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება