ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილებათა დელეგირების შესახებ (ბრძანება 09/01-01)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 16 ნოემბრის #95/01-01 ბრძანების: “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილებათა დელეგირების შესახებ’’ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 16 ნოემბრის #95/01-01 ბრძანება “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილებათა დელეგირების შესახებ”;
2. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. საფუძველი: მოხსენებითი ბარათი #1672/02 06.02.2008წ.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა