2012-03-14
ბრძანება №:41/01-01

ა(ა)იპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევის წესის, კვოტებისა და უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოების არჩევნების ჩატარების თარიღის განისაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევის წესის, კვოტებისა და უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოების არჩევნების ჩატარების თარიღის განისაზღვრის შესახებ

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, ,,გარდამავალ პერიოდში ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №15/2012 დადგენილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებას თანდართული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსუ“, ,,უნივერსიტეტი“) ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევის წესი და კვოტები (დანართი № 1, დანართი № 2, დანართი № 3, დანართი № 4, დანართი № 5, დანართი № 6).
2.    თსუ ფაკულტეტებმა უზრუნველყონ ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების ჩატარება 2012 წლის 27 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით.
3.    წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს თსუ-ს ფაკულტეტებს.
5.     ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                      ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება