2012-02-28
ბრძანება №:167/01-04

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, გიორგი სიხარულიძის 2012 წლის 16 იანვრის #727/02, თამარ თარიმანიშვილის 2011 წლის 7 დეკემბრის  №900/02, აქსანა საჯაიას 2011 წლის 29 ნოემბრის №32257/02 და ხვიჩა ლომიძის 2011  წლის 16 ნოემბრის №31235/02 განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ფაკულტეტების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით:


1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
1.3.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 4);
1.5.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5);
1.6.    ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 6).



2.    შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში   (2 კვირის ვადაში).
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.




რექტორი                                                                                             ალექსანდრე კვიტაშვილი


« უკან დაბრუნება