2009-03-23
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარებისათვის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ (ბრძანება №44/02-01)

ბრძანება № 44 / 02-01
       23.03.2009 წ
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მთავარი  სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად  კონკურსის ჩატარებისათვის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების"  25-ე  მუხლის 1- ლი   პუნქტის  "ზ" ქვეპუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 21 იანვრის #10/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1.  შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით;

1.) რომან ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარე);
2.) ირინე დარჩია _ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (კომისიის წევრი);
3.) მარიამ სეხნიაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
4.)ნინო კაკულია _ გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი" რედაქციის რედაქტორი (კომისიის წევრი);
5.) ნოდარ ბელქანია _ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
6.) მარინა ვაშაყმაძე _ ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (კომისიის წევრი);

2. შემუშავდეს ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის  თანამდებობების   დასაკავებლად  კონკურსის  ჩატარების წესი;
3. დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა),  ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში";
4.  კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
5.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
                              რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება