2017-09-15
ბრძანება №:180/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო კომისიის შექმნისა და სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ქართულ-ოსურ  ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად  საორგანიზაციო კომისიის შექმნისა და სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის ნაირა ბეპიევის 2017 წლის 31 აგვისტოს №12804/10-02 და 2017 წლის 7 სექტემბრის №13913/10-02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს მესამე საერთაშორისო კონფერენციის – ,,ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა)    გიორგი შარვაშიძე – რექტორი (კომიტეტის თავმჯდომარე);
ბ)    ნუნუ ოვსიანიკოვა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
გ)    სოფიო შამანიდი – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
დ)    თამაზ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ე)    ნაირა ბეპიევი - ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე);
ვ)    ნანი გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ზ)    მზექალა შანიძე – საქართველოს მეცნიერებათA აკადემიის აკადემიკოსი, ემერიტუსი პროფესორი (კომიტეტის წევრი);
თ)    ავთანდილ არაბული – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (კომიტეტის წევრი);
ი)    ირმა რატიანი – უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
კ)    სონია გიპერტ-ფრიტცი – გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ლ)    ელენე ბესოლოვა – ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილოეთ ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი (კომიტეტის წევრი);
მ)    ელმირა გუტიევა - ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილოეთ ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი (კომიტეტის წევრი);
ნ)    თინათინ მარგალიტაძე – უნივერსიტეტის ლექსიკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ო)    მანანა გელაშვილი – უნივერსიტეტის პროფესორი (კომიტეტის წევრი);
პ)    თინათინ ბოლქვაძე – უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ჟ)    მაია გურაბანიძე – უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი (კომიტეტის წევრი);
რ)    ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი (კომიტეტის წევრი);
ს)    ირაკლი საღარეიშვილი – უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ტ)    გიორგი ღვედაშვილი – უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტსი წევრი);
უ)    ნანა მამაგულიშვილი – უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ფ)    არჩილ კუკულავა – უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ქ)    გიორგი ტალახაძე – უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ღ)    ნინო პოპიაშვილი – უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი (კომიტეტის წევრი);
ყ)    თამარ გელაშვილი – უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომიტეტის წევრი);
შ)    რაზიათ ქუმარიტოვი – უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პედაგოგი (კომიტეტის წევრი).
2.    კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურების მიზნით, დამტკიცდეს სერტიფიკატის ფორმა თანდართული სახით (დანართი N1).
3.    დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
4.    დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმს ქართულ-ოსურ სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად გამოფენის მომზადება და მოწყობა.
5.    დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
8.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება