2018-05-02
ბრძანება №:104/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის (ფიზიკური და ტექნიკური დაცვა) თანამშრომლების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის (ფიზიკური და ტექნიკური დაცვა) თანამშრომლების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გიორგი გორაშვილის 2018 წლის 25 აპრილის N8337/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის:
ა) უფროსი სპეციალისტის (ტექნიკური დაცვა) შესარჩევად
1 ერთეული - შრომის ანაზღაურება თვეში 610 (ექვსას ათი) ლარი
ბ) ინსპექტორის (ფიზიკური დაცვა) შესარჩევად
25 ერთეული - შრომის ანაზღაურება თვეში 400 (ოთხასი) ლარი
2. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ასაკი 20 წლიდან - 65 წლამდე;
ბ) სასურველია - მსგავს პოზიციაზე (დაცვის სამსახურში) მუშაობის გამოცდილება;
3. აპლიკანტს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები:
ა) კომპიუტერული უნარების ქონა (ტექნიკური დაცვის პოზიციაზე);
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
4. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სპეციალისტის (ტექნიკური დაცვა) პოზიციაზე შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა.ა) ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მონტაჟი და ექსპლუატაცია;
ა.ბ) სასიგნალიზაციო მოწყობილობების მონტაჟი და ექსპლუატაცია;
ბ) დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორის (ფიზიკური დაცვა) პოზიციაზე შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ბ.ა) შინაგანაწესით დადგენილი წესრიგის უზრუნველყოფა;
ბ.ბ) მატერიალური ქონების დაცვა;
5. პერსონალის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი.
6. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტებმა მეორე ეტაპისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ბ) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის თაობაზე;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) CV;
ე) ფოტოსურათი 3X4 (3 ც.) CD დისკზე (1 ც.);
ვ) დიპლომის, სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
7.წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად შერჩეული პირები მოწვეული იქნებიან შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რის თაობაზეც კონკურსანტებს ეცნობებათ პირადად;
8. შერჩევას წარმართავს კომისია - დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე, ოპერატიული მართვის ცენტრისა და ტექნიკური დაცვის განყოფილების უფროსის შემადგენლობით. გასაუბრების შედეგები ფორმდება ოქმით;
9. გასაუბრება ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 11 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის 046 ოთახში, ბრძანების გამოცემიდან ვაკანსიების შევსებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა;
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური და ტექნიკური დაცვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სირცეში - www.jobs.ge-ზე;
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება