2012-10-11
ბრძანება №:133/01-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით გადმოსული სტუდენტებისათვის სასწავლო კურსების სადავო წინაპირობების შესრულების საკითხის განხილვის მიზნით შიდასაუნივერსიტეტო კომისიის შექმნის შესახებ
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით გადმოსული სტუდენტებისათვის სასწავლო კურსების სადავო წინაპირობების შესრულების საკითხის განხილვის მიზნით შიდასაუნივერსიტეტო კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით გადმოსული სტუდენტებისათვის სასწავლო კურსების სადავო წინაპირობების შესრულების საკითხის განხილვის მიზნით შეიქმნას შიდასაუნივერსიტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნატალია ბარათელი - კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ბ) მაია მარგველაშვილი - ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომისიის წევრები:
გ.ა) ია ნაცვლიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
გ.ბ) ნანა მაისურაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
გ.გ) ნატო კაკაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისიის წევრი, კომისიის მდივანი;
გ.დ) რუსუდან სირბილაძე - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროცესის მართვის და სტუდენტთა მომსახურების ცენტრის უფროსი;
გ.ე) ლარისა ყორღანაშვილი - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის და სამეცნიერო კვლევების ცენტრის უფროსი;
დ) კომისიის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
2. დაევალოს კომისიას ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით გადმოსული სტუდენტებისათვის სასწავლო კურსების სადავო წინაპირობების შესრულების საკითხის განხილვა;
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც.
4. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ.
5. კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე;
6. კომისიის თავმჯდომარის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ავტომატურად ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
7. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა;
8. კომისიის მუშაობა სრულდება მისთვის მინიჭებული ფუნქციის ამოწურვისთანავე;
9. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
10. წინადებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
11. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება