2014-12-08
ბრძანება №:216/01-01

,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2014 წლის 5 დეკემბრის №213/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 08 დეკემბრის №41944/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა  ფინანსური  წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო  სტიპენდიით დასაფინანსებელი  სტუდენტების  რაოდენობის  განსაზღვრის შესახებ”  რექტორის  2014 წლის  5  დეკემბრის  №213/01-01 ბრძანებაში  და ბრძანების  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.  პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2014/2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 126 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს             148  სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 96 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  - დაფინანსდეს 151  სტუდენტი; 
ე)  ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა (რომლის ადმინისტრირება ხდება უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის მიერ) - დაფინანსდეს 42 სტუდენტი;
ვ)  იურიდიული ფაკულტეტი - დაფინანსდეს 121 სტუდენტი;
ზ)  მედიცინის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 45 სტუდენტი;
თ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - დაფინანსდეს 37 სტუდენტი”.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 


რექტორი,  პროფესორი                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება