2015-06-05
ბრძანება №:590/02-04

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2015 წლის პირველი მარტიდან - 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2015 წლის 19 მაისის №527/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას  2015 წლის 17 აპრილის  №57/01-01 ბრძანების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2015 წლის 28 მაისის  317550/02 დასკვნის და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორის დ. კორძაიას 2015 წლის 22 მაისის  №16993/02 წარდგინების საფუძველზე

                           ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2015 წლის პირველი მარტიდან - 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2015 წლის     19 მაისის #527/02-04 ბრძანებაში და ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალ წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   დ. ჩომახიძე    

« უკან დაბრუნება