2013-03-06
ბრძანება №:450/01-04
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო ფაკულტეტების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით შემდეგ სტუდენტებს:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7).
-
შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
-
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი