2010-11-29
ბრძანება №:113/01-01

კულტურული და სპორტული საქმიანობის სფეროში სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

კულტურული და სპორტული საქმიანობის სფეროში  სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მინიჭების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსის ირაკლი ხარჯავანიძის 2010 წლის   27 ოქტომბრის №26914/02  წარდგინების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის მთავარ სპეციალისტს მაია ლომინეიშვილს მიენიჭოს საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული და სპორტული საქმიანობის სფეროში სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობის უფლებამოსილება;
  2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  3. ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  4. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                ა.   კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება