2012-03-16
ბრძანება №:390/01-04

"ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის თაობაზე" უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 9 მარტის #257/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სტუდენტების გადაყვანის თაობაზე" უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 9 მარტის #257/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და ფაკულტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 9 მარტის #257/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე მითითებული რედაქციით:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1)
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2)
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4)
ე) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7)

3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                ალექსანდრე კვიტაშვილი


« უკან დაბრუნება