2014-12-25
ბრძანება №:1008/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ქვეპუნქტების,    სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და 2014 წლის 11 დეკემბრის №202/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის რ.სანადირაძის 2014 წლის 18 დეკემბრის №43507/02 დასკვნის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ი. ბურდულის 02.12.2014წ. №41264/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, იურიდიული ფაკულტეტის  ბაკალავრები და მაგისტრანტები 52641.00 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), დანართი №1-ის მიხედვით.
  2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ბაკალავრებისა და მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
  4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
  5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                             დ. ჩომახიძე « უკან დაბრუნება