2011-10-10
ბრძანება №:1837/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები კონკურსის შედეგების საფუძველზე კონკურსანტთა ჩარიცხვის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დოქტორანტურაში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები კონკურსის შედეგების საფუძველზე კონკურსანტთა
ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25 დადგენილებით დამტკიცებული “დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის” მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 3 ოქტომბრის №26829/02, ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის ს. მელაძის №26899/02, 2011 წლის 3 ოქტომბრის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის №26922/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნ. ბელქანიას 5 ოქტომბრის №27350/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ-ის რ. ბოჭორიშვილის №27195/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ე. ხარაბაძის 6 ოქტომბრის №27537/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ი. ბურდულის №27553/02  წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის შედეგების საფუძველზე კონკურსანტები სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ფაკულტეტებზე:

1.1.1     მედიცინის ფაკულტეტი  - დანართი 1
1.1.2     ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - დანართი 2
1.1.3     სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  - დანართი 3
1.1.4     იურიდიული ფაკულტეტი - დანართი 4
1.1.5     ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - დანართი 5
1.1.6     ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - დანართი 6
1.1.7     ტურიზმის  საერთაშორისო სკოლა - დანართი 7

 2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (2 კვირის ვადაში)
 3. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნების დღიდან.
 4. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.









რექტორი           ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება