2010-02-17
ბრძანება №:23/02-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისათვის (გარდა აკადემიური პერსონალისა) ტესტირების ჩატარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 18 აგვისტოს #163/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისათვის (გარდა აკადემიური პერსონალისა) ტესტირების ჩატარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 18 აგვისტოს №163/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
 


1.    შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 18 აგვისტოს №163/02-01 ბრძანების 1 პუნქტში და კომპიუტერთან მუშაობის ცოდნის შემოწმების მიზნით ტესტირების ვადა განისაზღვროს დამატებით. 
2.    წინამდებარე ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი:                                                        რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება