2013-07-31
ბრძანება №: 86/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 ან 2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების კონკურსგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთათვის 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და ,,საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღების ვადები მაგისტრანტობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც საერთო სამაგისტრო გამოცდა გაიარეს 2011 ან 2012 წელს და მოიპოვეს ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის უფლება:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 26 – 29 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 2 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 3 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 4 - 6 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 3 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 11 სექტემბერი;
თ) სპეციალობის გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 4 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 5 - 7 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 17 - 19 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 23 სექტემბერი.
3. განისაზღვროს თსუ-ს საგანმანათლებლო ერთეულების მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი « უკან დაბრუნება