2014-01-31
ბრძანება №:17/01-01

2014-2015 სასწავლო წლის თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის ბრძანების №13/01-01, 27.01.14 და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (2470/02; 29.01.2014) საფუძველზე

ვბრძანებ:

1.    ჩატარდეს კონკურსი 2014-2015 სასწავლო წლისათვის გამოყოფილი ინ¬გლი¬სურ¬ენო-ვანი ერთსემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2014 წლის 5-6 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტე¬ტის მეორე კორპუსი, ოთახი №203 (მისამართი: თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზირი №3).
3.    დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    კომისიის თავმჯდომარე ნანა მაჭარაშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეც¬ნიე¬რე¬ბათა ფაკულტეტი).
ბ)    კომისიის წევრი ია ნაცვლიშვილი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).
გ)    კომისიის წევრი ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიე¬რე¬ბათა ფაკულტეტი).
დ)    კომისიის წევრი დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტი).
ე)    კომისიის წევრი მანანა რუსეიშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულ¬ტე¬ტი).
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კო-ორ¬დი¬ნატორი - ლელა კაცაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინ-ფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                      ლევან ალექსიძე
რექტორის მოადგილე

                    
« უკან დაბრუნება