2012-05-15
ბრძანება №:62/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების შესახებ” რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 27 ოქტომბრის №01-01/259 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების შესახებ” რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 27 ოქტომბრის            №01-01/259 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების შესახებ” რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 27 ოქტომბრის №01-01/259 ბრძანებაში:

ა) შევიდეს ცვლილება ბრძანების მე-3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,3. ჯგუფის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2006-2007 სასწავლო წლიდან 2012-2013 სასწავლო წლის ჩათვლით. ჯგუფის წევრებს აღნიშნული მუშაობა ჩაეთვალოთ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობად.”

ბ) შევიდეს ცვლილება ბრძანების მე-4 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,4. გათვალისწინებულ იქნას, რომ ჯგუფის მუშაობას ფინანსურად 2006-2007 სასწავლო წლიდან 2012-2013 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყოფს ,,დიონისიოს ვარელასი ბიზანტინისტიკის განვითარებისათვის პროგრამა”.

2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი    

« უკან დაბრუნება