2015-06-17
ბრძანება №:92/01-01
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” თსუ რექტორის 2014 წლის 10 ივნისის №88/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ " თსუ რექტორის 2014 წლის 10 ივნისის №88/01-01 ბრძანების 1-ლი პუნქტის ,,გ.დ’’ და ,,ე.დ’’ ქვეპუნტებით დამტკიცებული საგამოცდო პერიოდის ვადებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.დ) საგამოცდო პერიოდი – 22 ივნისი – 18 ივლისი (ძირითადი გამოცდები);
23 - 29 ივლისი (დამატებითი გამოცდები)’’.
,,ე.დ) საგამოცდო პერიოდი – 22 ივნისი – 18 ივლისი (ძირითადი გამოცდები);
23 - 29 ივლისი (დამატებითი გამოცდები)’’.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა