2007-05-29
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტასისის პროექტის – “ევროპული მეცნიერებების ცენტრის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” (EuropeAid/121005/C/SV/GE) – ფარგლებში ევროპულ მეცნიერებებში სილაბუსების სამაგისტრო პროგრამისათვის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ (ბრძანება N49/01–01)

ბრძანება № 49/01–01
29.05.2007 წ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტასისის პროექტის – “ევროპული მეცნიერებების ცენტრის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” (EuropeAid/121005/C/SV/GE) – ფარგლებში ევროპულ მეცნიერებებში სილაბუსების სამაგისტრო პროგრამისათვის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–100 მუხლების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტასისის პროექტის – “ევროპული მეცნიერებების ცენტრის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” (EuropeAid/121005/C/SV/GE) ფარგლებში გამოცხადებული სილაბუსების ღია კონკურსის (სამაგისტრო პროგრამისათვის ევროპულ მეცნიერებებში) შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ხუბუა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) თამარ ბერუჩაშვილი - სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;

გ) ზურაბ დავითაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი;

დ) ირინე დარჩია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

ე) დარეჯან თვალთვაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;

ვ) გუგული მაღრაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი;

ზ) ოლივერ რაისნერი, პროექტის მენეჯერი, ევროკავშირი, ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში;

თ) ალბან რიშარი, ჯგუფის ხელმძღვანელი, ტასისის პროექტი “ევროპული მეცნიერებების ინსტიტუტი”;

ი) იოსებ სალუქვაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;

კ) ცირა ჩიკვაიძე, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, ტასისის პროექტი “ევროპული მეცნიერებების ინსტიტუტი”;

ლ) ჯამლეტ ჯანჯღავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;

2. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ «თბილისის უნივერსიტეტში» და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთავანე.

საფუძველი: ტასისის პროექტის – “ევროპული მეცნიერებების ცენტრის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ”EuropeAid/121005/C/SV/GE) - წარდგინება № 6987/02, 01.06.07 წ.

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება