2011-09-19
ბრძანება №:95/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 12 სექტემბრის №23725/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 8 სექტემბრის №23345/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 7 სექტემბრის №23287/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2011 წლის 8 სექტემბრის №23422/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 5 სექტემბრის №22972/02; 8 სექტემბრის N23343/02; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 6 სექტემბრის №23120/02 და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2011 წლის 17 აგვისტოს N21737/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:

    ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);

    ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);

    გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);

    დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);

    ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);

    ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);

    ზ) ევროპული კვლევების ინსტიტუტი (დანართი 7).


  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე








რექტორი                                      ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება