2011-06-01
ბრძანება №:51/01-01

2011-2012 სასწავლო წლის პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, დიპლომირებული მედიკოსის, დიპლომირებული სტომატოლოგის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ

2011-2012 სასწავლო წლის პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, დიპლომირებული მედიკოსის, დიპლომირებული სტომატოლოგის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. 2011-2012 სასწავლო წლის პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, დიპლომირებული მედიკოსის, დიპლომირებული სტომატოლოგის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2011 წლის 13 ივნისისა.
2. 2011-2012 სასწავლო წლის პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, დიპლომირებული მედიკოსის, დიპლომირებული სტომატოლოგის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები წარმოდგენილ იქნას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2011 წლის 20 ივნისისა.  
3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახირების ცენტრს;
5. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                    
რექტორის მოადგილე , პროფესორი                             ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება