2014-03-13
ბრძანება №:44/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო პროექტის სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელის მეორე არხზე წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მედიამიმართულებით საქმიანობის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას მედიამიმართულებით უნივერსიტეტის საქმიანობის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა)  დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საბჭოს თავმჯდომარე;
ბ)  თამარ მახარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ)  ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
დ)  ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი, საბჭოს წევრი;
ე) რუსუდან ვაშაკიძე - უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის დირექტორი, საბჭოს წევრი;
ვ)  ირმა რუხაძე - რექტორის თანაშემწე, საბჭოს წევრი;
ზ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
თ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი.
2.    საბჭომ განახორციელოს კოორდინაცია სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო პროექტის სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელის მეორე არხზე წარმატებით  დაგეგმვის, მიმდინარეობის, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საქმიანობის სხვა სფეროების სრულყოფილი და მრავალმხრივი გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით.
3.    ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება