2016-03-31
ბრძანება №:43/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 11 მარტის №10677/02 და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 11 მარტის №10721/02 კორესპონდენციებში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 11 მარტის №10677/02 და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 11 მარტის №10721/02 კორესპონდენციებში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილების, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 11 მარტის №10677/02 და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 11 მარტის №10721/02 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 11 მარტის №10677/02 და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 11 მარტის #10721/02 კორესპონდენციებში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
დარეჯან თვალთვაძე (თავმჯდომარე) – რექტორის მოადგილე;
ბ)
თამარ ვეფხვაძე (თავმჯდომარის მოადგილე) _ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
გ)
ზვიად მურადაშვილი – რექტორის მოადგილის (სასწავლო დარგში) კონსულტანტი;
დ)
დალი კანდელაკი _ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ე)
არჩილ კუკულავა _ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ვ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ზ) მაგდა ალანია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
თ) შოთა ფოთოლაშვილი _ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (კომისიის მდივანი).
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა