2015-01-28
ბრძანება №:19/01-01
2015-2016 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2015-2016 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წერილის (2093/02; 27. 01. 2015) საფუძველზე
ვბრძანებ:
- ჩატარდეს კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მიმღებთა (სტიპენდიანტი) შესარჩევად.
- კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 29 იანვარს, 09:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის მეორე კორპუსში, ოთახი #203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N3).
- დამტკიცდეს სტიპენდიანტთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – მანანა რუსიეშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);
ბ) კომისიის წევრი – გიული შაბაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
გ) კომისიის წევრი – ირინა გველესიანი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი). - დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ლელა კაცაძე.
- დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
- ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
- ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა