2016-09-26
ბრძანება №:771/02-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული ტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული ტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ 

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ადმინისტარციის ხელმძღვანელის 2015 წლის   29 დეკემბრის #213/02-02 ბრძანების, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 02 სექტემბრის #28841/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

                                 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია, 2016 წლის 10 სექტემბრიდან 2016 წლის                      22 დეკემბრის ჩათვლით, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსულ სტუდენტებს შემდეგი თანაფარდობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით):                                                                                                                                                                                                                                                                                                                     
ა) ალექსია ივეტ ჩავირას –500 ლარი;
ბ) სამანტა ანა კრაფორდს –500 ლარი;
გ) კლაუდია ანდრეა ეგუიას –500 ლარი;
დ) ტეილორ ანა ინოუიეს –500 ლარი;
ე) მაირანი მარინ მაიას –500 ლარი;
ვ) გონსალო დანიელი თუქერს –500 ლარი.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს სტიპენდია ყოველი თვის პირველ კვირაში, სან დიეგოს უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურიდან;
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის                                    
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                          ე. ქემოკლიძე

« უკან დაბრუნება