2019-11-06
ბრძანება №:277/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - „კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - „კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2019 წლის 04 ოქტომბრის N 22259/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2019  წლის  4-7  ნოემბერს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  „კავკასიოლოგთა  V  საერთაშორისო  კონგრესის“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) გიორგი შარვაშიძე - თსუ რექტორი  საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა  - თსუ ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი,  საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ცირა ბარამიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ)  ლევან  მაღრაძე  -  საქართველოს  პარლამენტის  დიასპორისა  და  კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ)  თეა  გერგედავა  -  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) მაია გურაბანიძე - თსუ მუზეუმის დირექტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) გიორგი გორაშვილი - თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) თამარ ვეფხვაძე - თსუ კანცელარიის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი; 
ლ) ნინო კაკულია - თსუ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) ნატო ჩუბინიძე - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) ირაკლი ხარჯავანიძე - თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) ნინო რუხაძე - კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვეული პედაგოგი, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  რესურსების  მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) მაია    ციცვიძე    -    კავკასიოლოგიის    სასწავლო-სამეცნიერო    ინსტიტუტის სპეციალისტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს  გახსნას  კონგრესის  მოსაკრებლისთვის (სარეგისტრაციო გადასახადი) სპეციალური ანგარიში.
3. კონგრესის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 3500 ლარის ოდენობით. ამას გარდა, გამოყენებულ იქნას სარეგისტრაციო გადასახადიდან შემოსული თანხები და კონგრესისათვის ფულადი   შემოწირულობა   (დანართი   N1). კონგრესთან   დაკავშირებული   სხვა ხარჯები გაწეულ იქნას სარეგისტრაციო გადასახადიდან და კონგრესისათვის ფულადი შემოწირულობიდან შემოსული თანხებიდან.
4. დაევალოს      საფინანსო      დეპარტამენტს      ხარჯთაღრიცხვის      შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს     საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს.     კონგრესის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და კონგრესის ვებ- გვერდის განახლება. 
6. დაევალოს  მატერიალური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტს   კონგრესის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს     თსუ     გამომცემლობას     კონგრესის     მასალების/პუბლიკაციების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
8. დაევალოს  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტს  უზრუნველყოს კონგრესის  გაშუქება.
9. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს  კანცელარიას  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი           გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება