2015-06-16
ბრძანება №:91/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” თსუ რექტორის 2014 წლის 10 ივნისის №88/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” თსუ რექტორის 2014 წლის 10 ივნისის №88/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი -  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.შეტანილ იქნეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ " თსუ რექტორის 2014 წლის 10 ივნისის №88/01-01 ბრძანების 1-ლი პუნქტის ,,გ.დ’’ და ,,ე.დ’’ ქვეპუნტებით დამტკიცებული საგამოცდო პერიოდის ვადებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.დ) საგამოცდო პერიოდი – 18 ივნისი – 14 ივლისი (ძირითადი გამოცდები); 
         
      21-27 ივლისი (დამატებითი გამოცდები)’’.

,,ე.დ) საგამოცდო პერიოდი – 18 ივნისი – 14 ივლისი (ძირითადი გამოცდები); 

      21-27 ივლისი (დამატებითი გამოცდები)’’.

2.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს   
     უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის     
   კანცელარიას; 
4.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 

« უკან დაბრუნება