2020-09-18
ბრძანება №:180/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 15 სექტემბრის N14555/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 15 სექტემბრის N14539/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 15 სექტემბრის N14548/32 და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 15 სექტემბრის N14583/26 წერილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო
პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N3, N4, N5 და N6 დანართებში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრულ ვაკანტური ადგილების ნაწილში:
ა) N3 დანართში მე-5 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
5. სოციოლოგია 5“
ბ) N3 დანართში მე-8 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
8. კონფლიქტების ანალიზი და მართვა 7 “
გ) N4 დანართში 1-ლი ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
1. ბიზნესის ადმინისტრირება 32 “
დ) N4 დანართში მე-3 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
3. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი 4 “
ე) N5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
დანართი N5
1. კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა 13“
ვ) N6 დანართის მე-3 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
3. „განათლების ფსიქოლოგია 3“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე