2018-06-25
ბრძანება №:148/01-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 29 მარტის №60/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის 2018 წლის  29 მარტის №60/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4  პუნქტის,  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის                        52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010 წლის   1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების’’ მე-8 მუხლის ,,გ’’ პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  ამავე მუხლის მე-8 პუნქტის  ,,ა’’ და ,,ო” ქვეპუნქტების და    ამავე მუხლის მე-9  პუნქტის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 ივნისის №12194/10 წერილის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის 2018 წლის  29 მარტის №60/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი #1-ის  მე-3 მუხლის  პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწავლებელის შერჩევას, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით ახორციელებს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პერსონალის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის  კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6.


რექტორი                                                      გიორგი შარვაშიძე
                                                           

« უკან დაბრუნება