2018-10-02
ბრძანება №:228/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 12 სექტემბრის №18430/30 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 12 სექტემბრის №18430/30 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 12 სექტემბრის №18430/30 კორესპონდენციის საფუძველზე.
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 12 სექტემბრის №18430/30 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ეკა ენუქიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი - კომისიის მდივანი;
გ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე -კომისიის წევრი;
დ)რევაზ ჯორბენაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი -კომისიის წევრი;
ე) ნათია მონივა -სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი -კომისიის წევრი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე