2013-08-01
ბრძანება №:1122/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2012-2013 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და სტუდენტებისთვის რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში შემოვიდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 31 ივლისის N3740/27 წერილი, რომლითაც ითხოვს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის დანიშვნას.
როგორც წერილიდან ირკვევა, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე 2012-2013 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო პროგრამის დასრულებისათვის საჭირო 60 კრედიტის დაგროვება. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა სავალდებულოა პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. ხსენებულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს      2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2013 წლის    31 ივლისის  №3740/27 (კანცელარიაში რეგისტრაციის №21555/02; 31. 07. 2013) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    განისაზღვროს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2012-2013 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები შემდეგი სახით:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1-8 აგვისტო;
ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 1-30 აგვისტო;
გ) საბოლოო გამოცდა (წერითი კომპონენტი) – 4 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;
ე) საბოლოო გამოცდა (ზეპირი კომპონენტი) – 5 სექტემბერი;
ვ) გამოცდის შედეგების აპელაცია – 6 სექტემბერი;
ზ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი.

2.    მიეცეთ 2012-2013 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის  გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება წინამდებარე ბრძანების №1 დანართში მითითებულ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს (დანართი №1).
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                                 ალექსანდრე კვიტაშვილი


« უკან დაბრუნება