2011-06-20
ბრძანება №:112/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ზ’’ ქვეპუნტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ზურაბ გაიპარაშვილს, უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო ფუნქციების შეუფერხებელი, ოპერატიული და ეფექტური განხორციელების მიზნით, მიენიჭოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების წიგნად ფონდებში უნივერსიტეტის მიერ, საჩუქრად მისაღები საბიბლიოთეკო დოკუმენტების (წიგნი, ჟურნალი, ბროშურა, კომპაქტ–დისკი და სხვ.)  ხელშეკრულებებსა და მიღება–ჩაბარების აქტებზე  ხელმოწერის უფლებამოსილება.
  2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  3. დაევალოს კანცელარიას, წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                    დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება