2019-09-11
ბრძანება №:216/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წელს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაგავლილი პირებისათვის ადგილების რაოდენობის, მიღების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წელს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაგავლილი პირებისათვის ადგილების რაოდენობის, მიღების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-53 პუნქტის, 522-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნტებისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2019-2020 სასწავლო წელს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო    პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაგავლილი პირებისათვის ადგილების რაოდენობა 60 ადგილით.
2. განისაზღვროს 2019-2020 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაგავლილი პირებისათვის დოკუმენტაციის მიღების ვადად 11 – 13 სექტემბერი;

3.  განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე პირადი ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დედნის  წარმოდგენით);
გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

4.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.




რექტორი        გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება