ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტების თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ (ბრძანება №45/02-01)
ბრძანება № 45 / 02-01
23.03.2009 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტების თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1- ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე და სხვა პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 29 იანვრის 14/02-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 21 იანვრის #10/02-01 ბრძანებით
გათვალისწინებული საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი
სპეციალისტისა და სპეციალისტების თანამდებობების დასაკავებლად
კანდიდატების გამოვლენის მიზნით დამტკიცდეს კონკურსანტთა შერჩევის წესი (დანართი #1);
2. დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა), ბრძანების განთავსება
ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის
განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის
უნივერსიტეტში";
3. ბრძანების შესრულება უზრუნველყოს საკონკურსო კომისიამ;
4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
რ. ხარბედია