2020-03-25
ბრძანება №:68/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019
წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტს N181 დადგენილების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილებები და დამატება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ქვეპუნქტებში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ1 “ ქვეპუნქტი:

„გ.დ1) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) და მედიცინა დამამთავრებელი სემესტრების სტუდენტებისათვის – 17 მარტი;“


ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ.ე) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 აპრილი-27 ივნისი; “


გ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ.ე) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 აპრილი-27 ივნისი;“


2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება