2011-08-02
ბრძანება №:80/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის № 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 15 ივნისის №107/02-01 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის 2011 წლის 29 ივლისის №20281/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2011 წლის 2 აგვისტოს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 2 სექტემბრიდან 2011 წლის 17 სექტემბრამდე, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთა ვაკანტური აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
თარგმანი და ლიტერატურურლი ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორი _ 2 საშტატო ერთეული
კლასიკური ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორი _ 2 საშტატო ერთეული
ახალი ბერძნული ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
ფრანგული ფილოლოგია (ფრანგული ლტერატურა)
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
იტალიური ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
ამერიკისმცოდნეობა
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
კავკასიოლოგია (კავკასიური ენები)
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
აღმოსავლეთმცოდნეობა (არაბისტიკა)
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
განათლების მეცნიერებები
ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 720 (შვიდას ოცი) ლარით.
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2011 წლის 2 სექტემბრიდან 2011 წლის 17 სექტემბრამდე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი.ჭავჭავაძის გამზ. №36 (V კორპუსი) მე-3 სართული, ოთახი №315;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი