2016-11-18
ბრძანება №:211/01-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში -„კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში -„კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
2016 წლის 1-3 დეკემბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესის“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ ჩხენკელი - თსუ რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ცირა ბარამიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე, კონგრესის თავმჯდომარე;
გ) ნუნუ ოვსიანიკოვა - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ნატო ჩუბინიძე -თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) თეა გერგედავა - თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ლ) ნინო კაკულია - თსუ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) მაია გურაბანიძე - თსუ მუზეუმის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ნ) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ო) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
პ) მაკა თეთრაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი (კონგრესის საორგანიზაციო უზრუნველყოფა);
ჟ) ევგენია ქურთიშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი (კონგრესის საინფორმაციო უზრუნველყოფა);
რ) დიანა კაკაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი (კონგრესის კულტურული ღონისძიებების უზრუნველყოფა);
ს) ნათია ფონიავა - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი (კონგრესის სამუშაო სივრცის ტექნიკური უზრუნველყოფა);
2.
დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გახსნას კონგრესის მოსაკრებლისთვის (სარეგისტრაციო გადასახადი) სპეციალური ანგარიში.
3.
დამტკიცდეს კონგრესის ხარჯთაღრიცხვა და კონგრესის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 3200 ლარის თანადაფინანსების, სარეგისტრაციო გადასახადიდან შემოსული თანხების და კონგრესისათვის ფულადი შემოწირულობის გამოყენებით (დანართი №1).
4.
დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5.
დაევალოს საის კონგრესის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებ-გვერდის მომზადება.
6.
დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონგრესის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7.
დაევალოს თსუ გამომცემლობას კონგრესის მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
8.
დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონგრესის სათანადოდ გაშუქება.
9.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე