2008-09-19
ბრძანება №:0

იურიდიული ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა დანიშვნის შესახებ (ბრძანება №19/01-03)

ბრძანება № 19 / 01-03
       19.09.2008 წ

 

იურიდიული ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა დანიშვნის შესახებ

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის       23 ივნისის 74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს #116/02-01 ბრძანების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2008 წლის 11 ივნისის #38/01-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დაინიშნონ 2008 წლის 9 სექტემბრიდან 2011 წლის 10 სექტემბრამდე იურიდიული  ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე დანართი 1-ით განსაზღვრული პირები;

2.  დაევალოს  პერსონალის  მართვის  დეპარტამენტს  (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი 1- ით განსაზღვრულ პირებთან;

3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;

4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

   საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის #121 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ"

 

 
რექტორი, პროფესორი
                                    გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება