2018-09-04
ბრძანება №:203/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების  2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის 2018 წლის 29 აგვისტოს №15876/10-02 მიმართვის საფუძველზე,

                                                                                                                                      ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების  2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა)   2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 10-14 სექტემბერი;
ა.ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 15 სექტემბერი;
ა.გ)  სააუდიტორიო მეცადინეობები - 17 სექტემბერი - 15 დეკემბერი
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (დასკვნითი გამოცდები) - 17 - 22 დეკემბერი
ა.ე)  არდადეგები  - 23 დეკემბერი - 20 იანვარი

ბ) 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 იანვარი - 31 მარტი
ბ.ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 18 იანვარი 
ბ.გ)  სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 იანვარი - 11 მაისი
ბ.დ)  საგამოცდო პერიოდი - 13  - 18 მაისი
 
გ) 2018-2019 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი:

გ.ა) აკადემიური რეგისტრაცია - 20 - 24 მაისი
გ.ბ)   სააუდიტორიო მეცადინეობები - 27 მაისი - 15 აგვისტო
გ.გ)  საგამოცდო პერიოდი (დასკვნითი გამოცდები) - 19 - 24 აგვისტო

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                             ალექსანდრე ცისკარიძე

« უკან დაბრუნება