2011-03-29
ბრძანება №:32/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 71-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 71-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

     "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარის 2011 წლის 17 თებერვლის №3206 განცხადების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,

ვბრძანებ:

  1. ჩატარდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი”) სტუდენტთა 71-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენცია 2011 წლის 27 აპრილიდან 30 აპრილამდე.  
  2. დამტკიცდეს უნივერსიტეტის სტუდენტთა 71-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესი (დანართი №1).   
  3. უნივერსიტეტის სტუდენტთა 71-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ორგანიზება დაევალოს უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებას.
  4. დაევალოთ უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს უზრუნველყონ შესაბამის ფაკულტეტებზე თსუ სტუდენტთა 71-ე სამეცნიერო კონფერენციისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება კონფერენციის ორგანიზების წესის შესაბამისად.
  5. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის სტუდენტთა 71-ე სამეცნიერო კონფერენციის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა წინამდებარე ბრძანებას თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად (დანართი №2).
  6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვს გადაცემა.
  7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
    

რექტორი                                        ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება