2012-11-07
ბრძანება №:2001/01-04

"ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2004-2005 სასწავლო წლამდე კურსდამთავრებულთა საკონტაქტო საათების ოდენობის დადგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე" რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის №102/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ" "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 24 ოქტომბრის №27508/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება "ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2004-2005 სასწავლო წლამდე კურსდამთავრებულთა საკონტაქტო საათების ოდენობის დადგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე" რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის №102/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) გურამ ქუთელია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – კომისიის თავმჯდომარე;”
2. ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი  
« უკან დაბრუნება