2010-10-04
ბრძანება №:225/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი საღარეიშვილისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნტის, “საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანების მე-3 მუხლის მე-19, მე-20, 21-ე, 27-ე პუნქტების, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის და ,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ” საქართველოს ფინანსთაA მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანების საფუძველზე,
                        
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

  1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსს ირაკლი საღარეიშვილს, უნივერსიტეტის საფინანსო ფუნქციების შეუფერხებელი, ოპერატიული და ეფექტური განხორციელების მიზნით, მიენიჭოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
  2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური სამსახურის ცენტრს.
  4. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება