2008-12-02
ბრძანება №:0

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა 68-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის ჩატარების შესახებ (ბრძანება №106/01-01)

  ბრძანება № 106 / 01-01
       02.12.2008 წ
       

 


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა 68-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე და 43-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,

ვბრძანებ:

  1. ჩატარდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 68-ე სამეცნიერო კონფერენცია 2008 წლის 15-20 დეკემბერს.  
  2. დამტკიცდეს თსუ სტუდენტთა 68-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესი (დანართი 1). 
  3. თსუ სტუდენტთა 68-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ორგანიზება დაევალოს თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებას (ტ. კვიციანი).
  4. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს (რ. ბოჭორიშვილი, დ. თვალთვაძე, ნ. ბელქანია, ჯ. ჯანჯღავა, ი. ბურდული, ა. ცისკარიძე), უზრუნველყონ შესაბამის ფაკულტეტებზე თსუ სტუდენტთა 68-ე სამეცნიერო კონფერენციისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება კონფერენციის ორგანიზების წესის შესაბამისად.
  5. დაევალოს საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს (რ. ხარბედია) თსუ სტუდენტთა 68-ე სამეცნიერო კონფერენციის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
  6. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტუ­რუ­ლი ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი", განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილებზე.
  7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

   საფუძველი: თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარის განცხადება.

 

 

რექტორი, პროფესორი
გიორგი ხუბუა
« უკან დაბრუნება